„რუსთავი 2“-ის მერე, დიდი ცვლილებები ტელეკომპანია „იმედზე“ იწყება. CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, არხზე თანამშრომელთა შემცირება და გარკვეული გადაცემების დახურვა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, უკვე დაიხურა გადაცემა „არენა“.
შემცირების შესახებ, როგორც CNews-თვის ხდება ცნობილი, თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს და ისიც უთხრეს, რომ შემცირება შესაძლოა, შეეხოს ნებისმიერს და ამისთვის მზად უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელ შემცირებას CNews-თან პირად საუბარში „იმედის“ რიგითი თანამშრომლებიც ადასტურებენ.
რაც შეეხება „იმედის “საინფრომაციო სამსახურის ხელმძღვნელს, ირაკლი ჩიხლაძემ CNews-თან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ არაფერი იცის.
- „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვერ გეტყვით ვერაფერს, გენერალურ დირექტორს თუ დაურეკავთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
გარდა ამისა, CNews-ს წყარო, რომელიც სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულია, ეუბნება, რომ ირაკლი რუხაძეს ტელევიზიის დაფინანსების სურვილი აღარ აქვს.
„ირაკლი რუხაძემ „ოცნებას“ უკვე უთხრა, რომ აღარ აპირებს, სამთავრობო რუპორი ტელევიზია დააფინანსოს, რამაც მმართველი გუნდის ლიდერშიპში სერიოზული დაუბნეულობა გამოიწვია“, – ამბობს ჩვენი წყარო.
შეგახსენებთ:
მიმდინარე წლის ინავრაში ცნობილი გახდა, ტელეკომპანია „იმედის“ გაიყიდა. კერძოდ, 28 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ თხოვნა დააკმაყოფილა. კერძოდ, 20 იანვარს, კომისიას „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ მიმართა და ნიდერლანდებში რეგისტრირებულ Media Finance Group B.V-ისთვის კომპანიის აქციების სრულად გადაცემაზე თანხმობას ითხოვდა.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფი“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“, რადიო „იმედისა“ და GDS TV- ს 100%-იან წილებს ფლობს, გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის კუთვნილებაა.
თავად კომპანია Media Finance Group B.V. -ის თანადამფუძნებელი კი „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძეა.