შემთხვევების კლასტერული ტენდენცია გამოჩნდა, რაც იმის პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარი შემოკრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„კარგია, რომ ბოლო ორი დღეა სერიოზულად ინტენსიურდება აცრის რაოდენობა ქვეყანაში. გუშინწინ 700-ზე მეტი აცრა იყო, გუშინ 1000-ზე მეტი, მაგრამ სანამ ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, იმისათვის, რომ არ გავრცელდეს ვირუსი. რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული შევიდეთ მესამე ტალღაში. ამიტომ, უმორჩიელსად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. გუშინწინ და გუშინ, ჩვენ გადავცდით იმ ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. ამიტომ, გამოჩნდა შემთხვევების კლასტერული ტენდენცია, რომელიც პირველი ნიშანია იმის, რომ განგაშის ზარი შემოკრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.