აშშ-ის სახელმწიფო მდივანინ მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება აღარ აღუდგინოს.
„ეს შესაძლოა გახდეს საკითხი, რომელსაც აშშ აღარ მიუბრუნდეს და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები ჯანმო-ში აღარ წავიდეს,“ – აღნიშნა პომპეომ.
მისივე თქმით თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის ფუნქციონირების გადახედვის საჭიროება გააჩინა და არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა ალტერნატიული ორგანოს შექმნაზეც იმსჯელოს.
“ეს არის საკითხი, რომელზე მსჯელობასაც ვგეგმავთ,“- დასძინა მან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან განკარგულება გასცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”.