LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამერიკაში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/12/15-ში
1.4k
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში, ქუინსის ოლქში მდებარე ლონგ აილენდის ებრაული სამედიცინო ცენტრის მედდა, სანდრა ლინდსი ქვეყნის პირველი მოქალაქეა, ვისაც ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ჩაუტარდა. წარმოშობით იამაიკელ ლინდსს საკუთარ სამსახურში საინიექციო ხსნარი ორგანიზმში ექიმმა მიშელ ჩესტერმა შეუყვანა, მეორე დოზას კი ის 21 დღეში მიიღებს.

“ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. საკუთარ გუნდთან ერთად პანდემიის წინა ხაზზე ბრძოლის დროს უამრავი ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი ვნახე. იმედი მაქვს, ეს კაცობრიობის ისტორიის უმძიმესი პერიოდის დასასრულის დასაწყისია. მსურს, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ჩვენ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ამ ყველაფრის დასრულებაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს”, – განაცხადა სანდრა ლინდსიმ.

დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ, Pfizer-ის ვაქცინა 11 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომაც (FDA) დაამტკიცა. ქვეყანამ პრეპარატის 2,9 მილიონი დოზა უკვე მიიღო, რომელსაც საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული 1,45 მილიონი მოქალაქისთვის გამოიყენებენ. პირველად ინიექცია სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს, ხანდაზმულსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. აშშ წლის ბოლომდე საერთო ჯამში ვაქცინის 40 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს, რაც 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპის საბოლოო შედეგებს ეფუძნება, კოდური სახელწოდების BNT162b2 ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტია. სხეული თავდაცვით უნარს პირველი დოზის მიღებიდან 28 დღეში, განმეორებითი ინიექციიდან კი ერთი კვირის შემდეგ გამოიმუშავებს. პრეპარატი ქმედითუნარიანი გამოდგა, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. კერძოდ, 65 წელზე უფროსი ასაკის ცდისპირებში, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიაში ერთიანდებიან, მისმა ეფექტიანობამ 94 პროცენტი შეადგინა. კვლევის ფარგლებში ვაქცინაციას თავის მსუბუქი ტკივილსა და დაღლილობის გარდა სხვა გვერდითი მოვლენები არ გამოუწვევია.

გადაუდებელ შემთხვევებში ვაქცინის გამოყენების ნებართვის მიღებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან კიდევ ერთი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კორპორაცია Moderna ცდილობს, რომლის პრეპარატის ეფექციანობა 94,5 პროცენტია. ამის გარდა, ახლახან საზოგადოების ყურადღების ცენტრში ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც მოექცა, რომელიც 90 პროცენტით ეფექტიანია.

popx.ge

გაზიარება572

დაკავშირებული -პოსტები

სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 15, 2026
0
მთავარი

სუს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails

ცო­დოა არ უჩივ­ლოო- თბილისში 38 წლის ქალი მეზობელმა მოკლა

იანვარი 15, 2026
83
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ახალ­გაზ­რდა წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

იანვარი 15, 2026
191
მთავარი

საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 20.4 ლარით მეტია, 2025...

დაწვრილებითDetails

რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელები დაზიანეს და მოიპარეს

იანვარი 15, 2026
30
default
მთავარი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 15, 2026
3
მთავარი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და...

დაწვრილებითDetails

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად....

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
21
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

იანვარი 15, 2026
9
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვეყნების სრული...

დაწვრილებითDetails

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 34 წლის მამაკაცი დააკავა

იანვარი 15, 2026
113
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილზე დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».