“ალტ ინფოს” გუნდი ქვეყნის მასშტაბით ათობით პარტიის ოფისს ხსნის. ამ ეტაპზე “ალტ ინფოს” 25-მდე ოფისია გახსნილი, ზაფხულამდე 85 ასეთი პოლიტიკური შტაბი ექნება. რადიკალური ძალები დაფინანსების წყაროებზე არ საუბრობენ, თუმცა არ მალავენ, რომ მათ საშუალება აქვთ ოფისები საზღვარგარეთაც გახსნან.
მერე უკვე გადავალთ საზღვარგარეთ ოფისების გახსნაზე. კოკა მორგოშია დიდი ხანია აფინანსებს, როგორც “ალტ ინფოს” ისე კონსერვატიულ მოძრაობას, თუმცა ეხლა სხვა მასშტაბებზეა გასული”, – ამბობს ზურაბ მახარაძე.