პოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ მისი სიმპტომატიკის გაუმჯობესება დაიწყო. ამის შესახებ ბერლინში კლინიკა Charité-ის ექიმებმა განაცხადეს და სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და კვლავ ხელოვნურ კომაშია.
კლინიკის პრესრელიზის მიხედვით, ნავალნის საერთო მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, მაგრამ უშუალოდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„თუმცა, პაციენტის მოწამლვის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება“, – აცხადებენ სპეციალისტები.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოდან იმყოფება მას შემდეგ, რაც ის ტომსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ამის გამო, თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.