აკად.ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრს გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი ლუიზა ვიტონი ეწვია: იგი პაციენტებს შეხვდა და ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ეროვნულ ცენტრში აშენდა, გარემონტდა და უკვე ექსპლუატაციაში შევიდა ნებაყოფილობითი მკურნალობის კორპუსი, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2კორპუსს,რომელშიც სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი 150 პაციენტია განთავსებული.
საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში: აშენდა სამოქალაქო მისაღები და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მთავრდება 80 პაციენტზე გათვლილი კორპუსის რეაბილიტაცია.
დაწყებულია ნებაყოფილობით მკურნალობაზე და არანებაყოფილობით დახმარებაზე მყოფი პაციენტებისათვის შენობების სრული რეკონსტრუქცია.
შშმ პირებისათვის რომლებიც გრძელვადიან მზრუნველობას საჭიროებენ დაგეგმილია საცხოვრისების აშენება, რომლებიც განთავსდება ქუთაისში, ფოთსა და სენაკში. კორპუსები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გათვლილია 24 ადამიანზე. პროექტი უკვე არსებობს, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
აკად.ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 700 საწოლზეა გათვლილი . ამჟამად ცენტრში 650 პაციენტი (ბენეფიციარი) მკურნალობს. დაწესებულებას 19,4 ჰა ფართობი უჭირავს, აქედან 3000 კვ.მ –ზე შენობა –ნაგებობებია განთავსებული.