საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს 30 აგვისტოს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს .
კომპანიის ცნობით, Black Sunday უკვე iPlus-ის სპეციალური ტრადიციული დღეა, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ნივთები ამერიკულ ფასად, ანუ თვითღირებულებით შეიძინონ.
„30 აგვისტოს აქციაში ტრადიციულად iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნიკის გარდა, თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის და GoPro-ის პროდუქციაც“, – ნათქვამია „აიპლიუსის“ განცხადებაში.
„Black Sunday მომხმარებლების საყვარელი დღეა. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურად ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 480 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. ახალი მოდელების შეძენისას კი, ფასდაკლებასთან ერთად საჩუქრად გელოდებათ 2020 წლის Samsung Galaxy A01. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზეც”, – განაცხადა iPlus-ის მენეჯერმა გიორგი ჩიხრაძემ.