ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა, ერაყში, დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი დაკრძალვაზე გახსნეს და ადგილიდან მიიმალნენ. სამთავრობო წყაროების ცნობით, თავდასხმის უკან “ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებული დაჯგუფება დგას.
შემთხვევა ქალაქ იათრიბში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.