ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ათენში, “ილიონის” უბანში, ქართველი ემიგრანტი ქალი, ლიანა კოზაშვილი გარდაცვლილი იმ ოჯახში ნახეს, სადაც მუშაობდა. გარდაცვლილი ქალი 70 წლამდე ასაკისაა.
„გარდაცვლილი იპოვეს ამ წუთებში ემიგრანტი. მუშაობდა ათენში უბანი “ილიონი” უვლიდა მოხუცს, დილით რომ მივიდა ბებიის შვილი გარდაცვლილი დახვდათ, თუ ვინმე იცნობთ იქნებ შეატყობინოთ ოჯახს…
კოზაშვილი ლიანა. თბილისი.
დაბადების თარიღი 12 აპრილი 1955 წელი…” წერს სიხარულიძე და გარდაცვლილის პასპორტის ფოტოს აქვეყნებს.