ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ყანდაარის პროვინციაში ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.