ავღანეთის ქალაქ ბალხში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული პატარა სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდოს განყოფილების შტაბის მახლობლად მდებარე სახლები დაზიანდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებისას სამი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო პირი დაიღუპა.
აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.