კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ლაგოდეხი- თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა.
ყველა მათგანი საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, უამინდობის გამო გაძნელებული ხილვადობა სახელდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.