ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ მატანში ცოტახნის წინ მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, ამ დროის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
მომხდარზე დაწყებულია . შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია