ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
მიღებული ტრავმის შედეგად 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია