ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ის 30 კვირის ფეხმძიმე იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.
ვერ მოხერხდა ნაყოფის გადარჩენაც.
პაციენტი 28 წლის იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.