შროშასთან ავარია მოხდა. არის მსხვეპლი. ინფორმაციას სოციალურ ქსელი ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
ერთმანთს სატვითო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.