ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. იმფორმაფიას ,,ინფო იმერეთი” ავრცელებს. დაშავებულია 5 ადამიანი.
“ორი ავტომობილი ერთმანეთს გასწრებაში ეჯიბრებოდა, რა დროსაც მესამე ავტომობილი ჩიხიდან გამოვიდა, რის შემდეგადაც გასწრებაში ჩართული ერთ-ერთი ავტომობილი და ჩიხიდან გამოსული მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაშავდა, მეორეში ორი, სასწრაფოც ადგილზეა და პოლიციაც”,- უყვება შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველი “ინფო იმერეთს”.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.