ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე. სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხრამში ჩავარდა.
“მთავარის” ინფორმაციით, ავტომანქანას ნასვამი პოლიციელი მართავდა.
შემთხვევის დეტალებს “მთავარი” შსს-ში ამოწმებს.