LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო – საია

დაპოსტა 2026/01/24-ში
41
ნახვა
გაზიარება

ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფეხმავლო გზაზე პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, – ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

როგორც საია-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, „ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც“.

„დღეს, 2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები (დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი) საფეხმავლო გზაზე (ტროტუარზე) პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად აქცევს, შინაარსს აცლის მის ფუნდამენტს და არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური.

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამეტური შესაძლებლობაა, ინდივიდებმა, მიუხედავად მათი სტატუსისა, გამოხატონ შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ, წარადგინონ ალტერნატიული მოსაზრებები. შეკრებების დროს არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და სხვა სივრცეების ლეგიტიმური გამოყენება, და, რადგან ამას შეიძლება, თავისი ბუნებით, ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის გარკვეული დონის შეფერხება მოჰყვეს, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება ინტერესთა ბალანსის მკაცრ ტესტს უნდა გადიოდეს.

საია ამ საქმეებში იცავს დიმიტრი ჯამბურიას ინტერესებს. მის წინააღმდეგ არსებულ დადგენილებაში სასამართლო ფორმალურად ციტირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუმცა, ნაცვლად მათში მოცემული მსჯელობების საქმესთან მისადაგებისა, შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი სტანდარტების საქმისგან აბსტრაჰირებული მითითებით. ევროსასამართლოს სტანდარტების ჭეშმარიტი მოხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საშუალებას არ მისცემდა, საქართველოს მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეცნო მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე იმყოფებოდნენ პროტესტის გამოხატვის მიზნით.

ამასთან, საიას შუამდგომლობა, სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით გადაეგზავნა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ “ტროტუარზე დგომისთვის” ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობის საქმის განხილვისას სასამართლოს არ გაუჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლოს ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენებინა, შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო კონსტიტუციის შეუსაბამოდ. როგორც წესი, კონსტიტუციური წარდგინების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ. სასამართლოში საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ამ მექანიზმის გამოყენება, დამატებით შესაძლებლობას მისცემდა საერთო სასამართლოებს სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის აღსრულებისთვის.

ასევე, არ დააკმაყოფილა სხვადასხვა შუამდგომლობები, მტკიცებულებების გამოთხოვაზე / დართვაზე, მოპოვებული კამერების ჩანაწერების კანონიერების შესწავლაზე.

ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვაა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასამართლოს პრაქტიკა, ასეთი ანტიკონსტიტუციური ადამიანის უფლებათა პოლიტიკის გატარებისას, მიუთითებს, როგორც ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებზე, ასევე, მიზნად ისახავს დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობებზე მსუსხავი ეფექტის ქონასაც. ასეთმა პრეცედენტებმა შეუქცევადად შეიძლება დააზიანოს, არამხოლოდ, ინდივიდუალური უფლებები, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
2.8k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
87
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
926
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
108
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
213
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
43
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
92
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
582
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
144
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».