LIVE TV
პარასკევი, დეკემბერი 1, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნებზე დაკვირვების პირველად შეფასებებს აქვეყნებს

დაპოსტა 2020/10/31-ში
გაზიარება

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნებზე დაკვირვების პირველად შეფასებებს აქვეყნებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს.

20:00 საათისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე 18 საჩივარი დაარეგისტრირეს და 45-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

„ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათ დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე – გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ.

დარღვევების თაობაზე მომზადებულ საჩივრებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წარუდგენს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში კი – სასამართლოს. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი – კონფლიქტები.

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

დეტალური ინფრომაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის არჩევნებზე დაკვირვების პირველადი შეფასებების შესახებ განთავსებულია აღნიშნულ ბმულზე.

გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

კულტურა და ხელოვნება თავისუფლების გამოხატულებაა-ანიტა რაჭველიშვილი

დეკემბერი 1, 2023
11
მთავარი

"ჩვენ ამჟამად ამ მომენტში კულტურის მინისტრის და კულტურის სამინისტროს გამო ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული და არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ინიშნებიან ადმაიანები, რომლებიც ბრმად ემორჩილებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. კულტურა და ხელოვნება თავისუფლების გამოხატულებაა, ცენზურ...

დაწვრილებით

თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

დეკემბერი 1, 2023
14
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა უწყების ცნობით,  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახის წევრს მოტყუებით 10 000 ლარი...

დაწვრილებით

უგანდაში 70 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

დეკემბერი 1, 2023
7
მთავარი

BBC-ის ინფორმაციით, 70 წლის საფინა ნამუკვაია უგანდაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც ბავშვის გაჩენა შეძლო. საფინას ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით გოგო და ბიჭი შეეძინა. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და დედა და ახალშობილები...

დაწვრილებით

ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

დეკემბერი 1, 2023
348
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  SANGU-ს სტუდენტი, ზუკა გოგიაშვილი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. „ჩემო სიხარულო, ჩემო თვალებციმციმავ! ჩემი მამიდაშვილი, ჩვენი ზუკა აღარაა. მიყვარხარ პატარავ!  მამა, ხელის გულზე ატარეთ ჩვენი ოქროს ბიჭი მოდის!!!“...

დაწვრილებით

მიიჩნია, რომ მეორედ გათხოვებით შეურაცხყოფა მიაყენა |კაცს რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა ბრალდება წარედგინა

დეკემბერი 1, 2023
22
მთავარი

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა   საქმე ეხება პირს,...

დაწვრილებით

დღეიდან Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს

დეკემბერი 1, 2023
17
მთავარი

დღეიდან Google არააქტიური ანგარიშების წაშლას იწყებს. შესაბამისად, წაიშლება ამ ანგარიშზე განთავსებული ყველა მონაცემი, მათ შორის, შეტყობინებები, ფოტოები, კონტაქტები, Drive-ზე განთავსებული ფაილები და ა.შ. ტექნოგიგანტი არააქტიურად იმ ანგარიშებს მიიჩნევს, რომლებიც მინიმუმ ორი...

დაწვრილებით

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 4 დეკემბერს დაიწყება

დეკემბერი 1, 2023
7
მთავარი

ფერმერებმა, თხილის სუბსიდიის პროგრამით სარგებლობისთვის, 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით, ბაღები თხილის კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეთხილე ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში...

დაწვრილებით

ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზის და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

დეკემბერი 1, 2023
9
მთავარი

ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზის და გვირაბების მშენებლობა გრძელდება. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. 4 გვირაბიდან...

დაწვრილებით

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ.

დეკემბერი 1, 2023
15
მთავარი

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ.მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე (თვეში 15 დღით მუშაობა, მომდევნო 15 დღით დასვენება) გადასვლა და ანაზღაურების გაზრდა იყო. თუმცა, მათი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი"...

დაწვრილებით

საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია-შარლ მიშელი

დეკემბერი 1, 2023
4
მთავარი

შარლ მიშელი - კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.     კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ქუთაისში გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს

თებერვალი 18, 2022
105
მთავარი

კოვიდით ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება

ივლისი 12, 2022
102
მთავარი

როგორი იქნება 22 ივლისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ივლისი 22, 2022
156





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!