გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია”. – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ და აღნიშნავს, რომ უნდა ავიცრათ იმ საშუალებით, რომელიც ხელთ გვაქვს.
“ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას.
აგვისტოში კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.