აბაშაში დაკარგული 40 წლამდე კაცი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სენაკში, ახლობელთან ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს.
ახალგაზრდა კაცი აბაშაში მეზობლებთან ერთად, თხილის საკრეფად იყო წასული, თუმცა მუშაობის პროცესში ჯგუფს გამოეყო და მას შემდეგ აღარ უნახავთ.
მის სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც იყო ჩართული. დაკარგულს მყვინთავები ეძებდნენ ტბაშიც