გუმათ-ჰესის დასახლებაში, ააიპ “სპეციალურმა სერვისებმა” ღია ღვარსადენის მაგისტრალის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო . როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ამბობს, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჯერ ღვარსადენი გაიწმინდება, შემდეგ კი სანიაღვრე არხებიდან ამოღებული შრამის გატანა მოხდება. აღნიშნული სამუშაოებს ააიპ „სპეციალური სერვისები“ სეზონურად ახორციელებს.
თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა
მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...









