ნინო ანანიაშვილის მოსკოვური გასტროლის შეფასება მედიაში.

26 თებერვალი, 2016 1 002


ნინო ანანიაშვილის მოსკოვური გასტროლის შეფასება მედიაში.

 
 
 
 
 
ქართველი პრიმაბალერინას მოსკოვური გასტროლი საზოგადოებამ, რომელიც თვლის, რომ რუსეთი ოკუპანტია, გააპროტესტა. 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოებისა და ოკუპაციის დღეს გამართულმა კონცერტმა პოლიტიკურ ელფერი ამ თარიღის გამოც შეიძინა. მასში ნინო ანანიაშვილის მონაწილეობამ, თუნდაც იმ მიზნით , რომ კონცერტი მის საყვარელ პედაგოგს და ამაგდარ ამღზრდელს მიეძღვნა, მოწინააღმდეგეთა თვალში ეროვნულ ინტერესი და პატრიოტიზმი ვერ გადაფარა. სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში ამ ფაქტის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოქვეყნდა: ელისო კილაძე: არ წავალ ნინო ანანიაშვილის კონცერტზე არასდროს !!! ეს იქნება ჩემი პროტესტი ქართველი პრიმა ბალერინას დღევანდელ ვიზიტზე მოსკოვში. არა, ოკუპაციას !!! გივი თარგამაძე: ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ნინო ანანიაშვილმა ჩათვალა, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის მეტად ადვილია იმის ახსნა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს რის გამო ატარებ კონცერტს ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად, ვიდრე, თუნდაც, საყვარელი მასწავლებლისთვის, ახსნა ამგვარი ქმედების სამარცხვინოობისა. შეუძლებელია მსგავსი ქცევის გამართლება. ბაკურ ბაკურაძე: ჰე! ნაცხროვა, სად ხართ? წივილ-კივილი რომ გაგიდით, რატომ მიდიან ქართველი ხელოვანები მოსკოვში სამღერადო? ზუსტად 25 თებერვალს ნინო ანანიაშვილი რუსეთში, მოსკოვში, დიდ თეატრში იცეკვებს! ის სადაა, ქმარი ქმარი? თვითონ ძლივს რომ გააგდებინეს რუსეთის პასპორტი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელიდან და სხვას ყველას რომ რუსეთის აგენტს ეძახის? სად ხართ თქვენ, რატომ გაიყურსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა, დანარჩენი ყველა ჩასაქოლია? ტფუი, თქვენი. ნიკა რურუა: ქართველი ხელოვანი არ უნდა წარსდგეს იმ აუდიტორიის წინაშე, რომელიც ეგუება საქართველოს ოკუპაციას და დანაწევრებას. ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა და არც პირად ნაცნობობას და მეგობრობას, ნინო ჩემი პირადი მეგობარია. დღევანდელი საქციელი არის სამარცხვინო და უპრინციპო. ოკუპანტის წინაშე ცეკვა-თამაში არ არის არც კეთილგონიერი, არც ღირსეული, არც თავმოყვარე საქციელი."- განაცხადა „რუსთავი 2"-ე კურიერთან ინტერვიუში ნატალია ქუთათელაძე: სამარცხვინოა,როდესაც არაფრის მაქნისი არაპროფესიონალი ადამიანები რომლებსაც იმის მეათასედი არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის, აკრიტიკებენ ისეთ ხელოვანებს რომლების შემოქმედებითაც დღეს საქართველო მსოფლიომ გაიცნო და მათ ეთაყვანებიან!!! იქნებ ჯერ თქვენ გეცადათ ასე ღირსეულად ემსახუროდ თქვენ საქმეს და შემდეგ მსოფლიოში სადაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან,ასევე ღირსეულად თქვენი ქვეყანა წარმოაჩინოდ. შემდეგ შეაფასეთ ისინი მოსკოვში გვასახელებენ,მთვარეზე თუ ჯუნგლებში!!!
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: