ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი ”ჰეკაბე” საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. დურუჯის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ.
სპექტაკლი, რომელსაც მაყურებლის აღიარება ხვდა წილად, ახალგაზრდა რეჟისორმა, მიშა ჩარკვიან ლადო მესხიშვილის თეატრში რამდენიმე თვის წინ დადგა.
მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ: დედოფალლის „ჰეკაბე“ როლს ინგა კაკიაშვილი ასრულებს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქოროს კორიფე), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).
საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის “ჰეკაბესთან” ერთად წარდგენილი იყო გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლი “ანტიმედეა”.
”დურუჯი 2019” ჟიური 7 წევრისგან შედგებობა და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებდა.
“დურუჯი” საქველმოქმედო ფონდის “ცისკარი” მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა.