ე.წ უფასო წამლების პროგრამა პენსიონირების, სოციალურად დაუცველებისა და შშმ პირებისთვის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა. მეგატივი დაინტერესდა, რამდენად ისარგებლეს ამ პერიოდში აღნიშნული პროგრამით ქუთაისელებმა . როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები აცხადებენ, მედიკამენტების შესაძენად გარკვეული დროში გაწელილი პროცედურების გავლა მოუხდათ. გარდა ამისა, მათივე თქმით, რამდენიმე წამალი აფთიაქში არც იყო და ვერც აიღეს.
მოქალაქეთა ნაწილი მეგატივთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამაში ძირითადად ისეთი წამლებია ჩაშვეული, რაც მათ ნაკლებად სჭირდებათ. არიან ისეთებიც, რომლებიც ე.წ უფასო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ და არც სარგებლობენ.