კლიმატის ცვლილების პროცესი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გარკვეული ცვლილებები აღინიშნება საქართველოშიც. გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები, იზრდება სხვადასხვა დაავადებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკები. როგორც “მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ მსოფლიოში ყოველწლიურად 40 მილიარდი ტონა ემისიები გამოიფრქვევა, რაც ყოველწდღიურად უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებებზე.
საქართველოში უკვე გვაქვს დამდგარი შედეგები, რომელიც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვა. “მწვანეთა მოძრაობის” ცნობით საქართველოში 734 მყინვარია, რომელთა მთლიანი ფართობი 511 კვ.ვმ-ია და 30 მილიარდ კუბურ ყინულს მოიცავს. მათივე ცნობით მყინვართა 94%-მა უკან დაიხიდა, 49% ზოგადად არ შეცვლილა და 29% გაიზარდა. ყინულების უკან დახევის საშულო მაჩვენებლი წელიწადში 8 მეტრია, მაქსიმალური მაჩვენებელი კი 38 მეტრი. უახლოეს წარსულში საქართველოში 2 560 კვ.ვმ ჭარბტენიანი მიწა არსებობდა, დღესდღებით კი ეს მაჩვენებელი 627 კვ.კმ-მდეა შემცირებული.
საქართველოს წილი მსოფლიო გლობალურ დათბობაში 0,002%-ია. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლირად 35 ათას ტონამდე გაზები გამოიფრქვევა, რაც 90-იან წლებთან შედარებით 13-ით არის შემცირებული. ემისიების გამოყოფობა, სწორედ რომ ამ პერიოდში იყო ყველაზე მაღალი და იგი 48 ტონას შეადგენდა. კონკრეტული სტატისტიკა ,თუ რა მდგომარეობა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, არ არსებობს.
როგორც „დედამიწის მეგობრები საქართველო”-ს წარმომადგენლები აცხადებენ ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე მეტ ემისიებს ამერიკა და ჩინეთი გამოყოფენ, რაც შეეხება ევროპას, აქ ეს პროცესი ენერგოეფექტიანობის გახრჯზე შედარებით შემცირდა. მათივე თქმით რამდენიმე წლის წინ მკვლევარები ვარაუდობნენ რომ თუ 90-იან წლებთან შედარებით მსოფლიოში ემისიების რაოდენობა 20%-ით შემცირდებოდა დათბობის პროცესი შერბილდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემით ეს რიცხვი 40%-მდე გაიზარდა.
60 წამში მოცემულია თუ როგორ შეიცვალა ტემპერატურა 1900-დან 2016 წლამდე.
რა მოხდება თუ კლიმატი შეიცვლება:
- შეიცვლევა და გადაგვარდება ეკოსისტემები, უმრავლესობა გაქრება
- შეიცვლება და გაქრება ცხოველთა და მცენარეთა სახელობების გავრცელების არე
- შეიცვლება კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელი კლიმატი
- გახშირდება წყალდიდობები, გვალვა, შტორმი და ქარიშხალი
- გახშირდება ტყის ხანძრები
- შემცირდევა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ნიადაგების გამოყენების შესაძლებლობა და აშ.
- აიწევა ზღვის დონე
- გართულდება ადამიანის ჯანრთელობა
- გახშირდევა ინფექციური (გადამდები) დაავადებები და ალერგიები.
მსოფლიო მთავრობები ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ვალდებულნი არიან კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები შეამცირონ. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ღონისძიებები დაგეგმონ. მოიძიონ ფიანასური რესურსები, სათბური გაზების ემისიების შემცირებისა და კლიმატმედეგი განვითარებისთვის.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოწყდა