„ზარალის რაოდენობა ალბათ 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს“ – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონი არაბიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით განსაკუთრებთ დიდი ზიანი ოთხმა ადმინისტრაციულმა ერთეულმა: უქიმერიონის, ქალაქ-მუზეუმის, კახიანაურისა ავტოქარხანის ნაწილში შემავალმა საცხოვრებელმა სახლებმა და ინფრასტრუქტურამ მიიღო. დაზარალდა საფიჩხიის დასახლებაც. ამის მიზეზად არაბიძე გამორჩეულად ძლიერ წვიმას ასახელებს.
„95 მილი ლიტრი მოვიდა 5 საათში, რაც თვიური ნორმის ნახევარს შეადგენს“ – განმარტა მან.
„სანიაღვრე სისტემებმა ასეთი რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. მოსახლეობას დაუზინდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაობი. იწმინდება ბინები, ასევე სანიაღვრეები.” – ამბობს არაბიძე
რაც შეეხება ზარალის თანხობრივ ოდენობას მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელის განმარეტბით ჯერ ამის დადგენა რთულია:
“ჯერ-ჯერობით ვმუშაობთ ზარალის დათვლაზე და ვფიქრობ, რომ ციფრი შთამბეჭდავი იქნება, რადგან აქ საუბარია არა მარტო მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე, არამედ დაზინებულ ინფრასტრქუტურაზე. ჩემი ვარაუდით თანხა მილიონ ლარს აცდება. ეს თავდაპირველი ვარაუდია. ნელ-ნელა მოდის ინფორმაციები, ზარალის დამდგენი კომისია ამას დაითვლის და ეს ინფორმაცია ცენტრს გადაეცემა , რათა მიეცეს მას სტიქიის კვალიფიკაცია და ტრანსფერით გადმოირიცხოს თანხა“-განაცხადა არაბიძემ “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
შეგახსენებთ ქუთაისში 28 სექტემბერს, უხვი ნალექის მოვიდა. შედეგად ქალაქი და მოსახლეობა დააზარალა. მერიის ცნობით სტიქიის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლება სულ 234 ზარი შევიდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. როგორც მერიაში აცხადებენ აღირიცხება მიყენებული ზიანის ოდენობა და ყველა დაზარალებულს გაეწევა დახმარება.