როგორც მოგეხსენებათ,გერმანიის ქალაქ მიუნხენში 21 სექტემბერს ლუდის 186-ეფესტივალი “ოქტობერფესტი” დაიწყო. ყველაზე დიდი, მასშტაბური სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს. გასულ წელს ლუდის ფესტივალს 6,3 მილიონი ადამიანი ეწვია, მიმდინარე წელს კი ორგანიზატორების ვარაუდით “ოქტობერფესტს” 6 მილიონამდე სტუმარი ეყოლება. ფესტივალის პერიოდში 1-ლიტრიანი კათხის ფასი საშუალოდ 11-12 ევროს შეადგენს. „ოქტობერფესტი“ ყოველწლიური, ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. ფესტივალი სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ტარდება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღესასწაულები მსგავსი სახით სხვა ქალაქებშიც იმართება, თუმცა ტრადიცია დასამაბს მიუნხენიდან იღებს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თეატრალური წარმოდგენები , ქუჩის მუსიკოსები კი კარგი განწყობის შექმნაზე ზრუნავენ.თავად გერმანელები „ოქტობერფესტის“ ნაცვლად, ფესტივალს „ფოლკფესტს“, ანუ მსოფლიოში ყველაზე დიდ სახალხო სეირნობას უწოდებენ.
მედია და NGO სექტორი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვედრაზე იწვევენ
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ. "ბატონო ზაზა, ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის...