28-29 სექტემბერს წყალტუბოში “შემოდგომის წყალტუბო”-ს 2019 წლის ღონისძიება გაიმართება. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ღონისძიებების განრიგი ასეთია:
I – დღის პროგრამა:
28 სექტემბერი
10:00 სთ – მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარის გახსნა და სადღესასწაულო წირვა;
12:00 სთ – ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური პარკი);
12:30 სთ – ქ. წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის
მუზე უმის ექსპონატების გამოფენა;
13:00 სთ – კლასიკური მუსიკის კონცერტი ღია ცის ქვეშ;
14:00 სთ – გამაჯანსაღებელი ცენტრის “BE HEALTHY” დათვალიერება;
14:30 სთ – „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ დათვალიერება
15:00 სთ – შადრევნის გახსნა (ცენტრალური პარკი);
16:00 სთ – რესტორან „მაგნოლიას“ გახსნა.
II – დღის პროგრამა
29 სექტემბერი
10:00 სთ – სპორტული აქტივობები:
·ქუჩის კალათბურთი;
·ქართული ჭიდაობა;
13:00 სთ – „შემოდგომის წყალტუბოს“ ხეივნის გახსნა: სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;
წიგნების გამოფენა-გაყიდვა; შემოქმედებითი პროცესი საბავშვო სივრცეებში; ·Body art; თეატრალიზებული სანახაობა „იმერული ქორწილი“. კოსტიუმირებული მსვლელობა: დასარტყამ ინსტრუმენტთა შოუ; ·მხატვრული ტანვარჯიშის შოუ-პროგრამა.
15:00 სთ – ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 139-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:
ნიკო ლორთქიფანიძის ბიუსტის გახსნა; ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის „ადამიანი სულის მწერალი“ პრეზენტაცია.
16:00 სთ – სოფლის ნობათი;
17:00 სთ – საზოგადოებრივი კვების გამოფენა;
18:00 სთ – ახალგაზრდული გასართობი პროგრამა;
18:30 სთ – შოუ-პროგრამა განახლებულ შადრევანთან;
19:00 სთ – საზეიმო კონცერტი- ლელა წურწუმია
მაკა ზამბახიძე & NONSTOP
22:00 სთ -ელექტრონული მუსიკა.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.