ვერძი
დღეს აუცილებლად დაგჭირდებათ ოჯახის წევრების მხარში ამოდგომა. ეს არის ის რაც ახლა გჭირდება
კურო
ნუ დაიშურებთ ძალასა და ენერგიას, თქვენი ჩანაფიქრის ასასრულებლად. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილების მიღებისას. დღეს, შინაგან დისკომფორტს განიცდით, არ გიშველით დარდი და ცრემლი. შვება სიყვარულში ეძებეთ. ქალაქიდან გასვლა თქვენთვის სასარგებლო იქნება.
ტყუპები
დღეს იქნება აქტიური შემოქმედებითი დღე. კარგად წავა საქმეები ბირჟაზე. დღევანდელი დღე მიუძღვენით არა თქვენ თავს, არამედ საყვარელ ადამიანს. ვარსკვლავები გამცნობენ, რომ ასეთი გატარებული დღე, თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
კირჩხიბი
ახლა თქვენ შეგიძლიათ, ყველაზე მასშტაბური და გლობალური პრობლემებიც კი მოაგვაროთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა თქვენი დროა. ყველა სურვილი გისრულდებათ, რასაც კი ჩაიფიქრებთ. დღეს ისეთი სასიამოვნო მოვლენა მოხდება, რომ უბედნიერესი იქნებით.
ლომი
დღის დასაწყისში სამსახურში რაღაც პრობლემა ან კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, მაგრამ თქვენ მას ადვილად მოაგვარებთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური გაქვთ და უფულობას ნამდვილად არ უჩივით. ოჯახის წევრებს, შესაძლოა, ერთმანეთთან რაღაც უსიამოვნება მოუვიდეთ და სიტუაცია თქვენი მოსაგვარებელი გახდება. დღეს ახალი რომანტიკული, მაგრამ ნაკლებად სერიოზული ფლირტისთვის მოემზადეთ.
ქალწული
გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და გაგიძლიერდებათ შინაგანი ენერგია, რაც თავისთავად თქვენს ჯანმრთელობას დადებით იმპულსს მისცემს. არ არის გამორიცხული, ახლობელი ადამიანებისგან რაიმე საჩუქარი ან სიურპიზი მიიღოთ, რომელიც მეტად გაგახარებთ.
სასწორი
დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ მოახვევთ გარშემომყოფებს თქვენს საწუხარს თავზე. შესაძლებელია, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიაც გაგიჩნდეთ. მეგობრების წრეში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. მაგრამ მათი მოგვარება დიდ დროს არ წაგართმევთ. მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმიანობა და დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.
მორიელი
ეს დღე თქვენთვის პოზიტიური იქნება. კარიერაში მნიშვნელოვან სასიკეთო ძვრებს ელოდეთ. ნუ დაირცხვენთ, თამამად ესაუბრეთ ხელმძღვანელებს ახალი იდეების შესახებ. გამოიჩინეთ ინიციატივა და აუცილებლად გაგიმართლებთ, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები დღევანდელი დღისთვის დაგეგმოთ, რადგან იღბალი თქვენს მხარესაა.
მშვილდოსანი
დღეს სრული ბედნიერებისათვის თქვენ მხოლოდ გარშემომყოფთა კეთილგანწყობა დაგაკლდებათ. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ არცერთი შანსი მის მოსაპოვებლად, მაგრამ ფრთხილად იყავით ეს მონდომება სნობიზმში არ გადაგეზარდოთ.
თხის რქა
დღეს დიდი ალბათობაა საყვარელ ადამიანებს დაშორდეთ, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, ხოლო საქმიან სფეროში თამამად იმოქმედეთ, ფინანსური რისკიც კი გამათლებული იქნება.
მერწყული
დღეს პასიური დასვენება მიზანშეწონილი არ არის. რაც მეტად ენერგიულად დაიწყებთ დღეს, მით მეტ სიამოვნებას მიიღებთ. კარგი დღეა ახალი მეგობრების შესაძენად.-შესაძლოა ყოვლისმცოდნეს ტიტულიც კი მოიპოვოთ, გამომდინარე იქიდან, როგორ ჩამოაყალიბებთ სათქმელს ამა თუ იმ თემაზე. არაფრით გაატაროთ ეს დღე მარტომ.
თევზები
დღეს განსაკუთრებული ინტერესი გაგიჩნდებათ ამოუცნობის და ფარულის მიმართ. შინაგანი ინტუიცია დღეს სამომავლო გეგმების დაწყობასა და მიზნის არჩევაში დაგეხმარებათ.იყავით უფრო აქტიური და გამბედავი.