ბარის “მთვრალი ალუბალის” ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია – აღნიშნულ განცხადებას ბარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც “მთვრალი ალუბალის” ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურისტები ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ ბარში.
“ძვირფასო სტუმრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან “მთვრალ ალუბალში”. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას…
ვინც ამ დღეებში იყავით “მთვრალ ალუბალში”, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას… იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება…” – ნათქვამია განცხადებაში.