თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, ინფექციური საავადმყოფოში 19 პაციენტი იმყოფება.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 19 პაცინეტიდან 17-ს უკვე ჩატარებული აქვს გამოკვლევა ახალი კორონავირუსის ინფექციაზე, 1 მათგანს დაუდასტურდა, ხოლო 16-ს – არა. 2 პაციენტი კი დღეს შეიყვანეს და ისინი ჯერ გამოკვლეულები არ არიან.
„ვისაც დაუდასტურდა, ის დარჩება ჩვენთან. ამ 16-დან 3-ს, ვინც საჭიროებს მკურნალობას არაკორონავირუსის გამო, მაგრამ საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი და მათი მდგომაროება კარგია, არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება ან რესპირაციული ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის მანძილზე იქნებიან კარანტინში. ანუ 19-დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, 6 დარჩება ჩვენთან, ამ 6-დან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, სამს არ აქვს კორონავირუსით ინფექცია, მაგრამ თავისი ჯანმრთლელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს დარჩენას და მკურნალობას, ხოლო 2 ახალი მოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.