ტაილანდში აცხადებენ, რომ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებისა და გრიპის წამლების კომბინაციით, ახალი კორონავირუსისგან უკვე მეორე პაციენტი განკურნეს. ჯანდაცვის მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის თქმით, 71 წლის ქალბატონი, რომელიც უკვე განიკურნა, ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა.
ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ამ დროისთვის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 20 438 ადამიანს აქვს, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. დაღუპული ადამიანების რიცხვმა კი 425-ს მიაღწია.