საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით სტუდენტებს ქუთაისში სიმულაციური სწავლება ჩაუტარდათ

12 ოქტომბერი, 2017 522



 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს. სწავლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილები მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ხანძრის დროს ადამიანების უსაფრთხოდ ევაკუირებას მოიცავდა. ღონისძიებაში 400-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების მიზანი იყო სტუდენტებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ინციდენტებზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების შეძენა. სწავლება არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: