ვინ არის მოდელი, რომელიც 16 წლის ა საკში მხოლოდ იმიტომ გარიცხეს სკოლიდან, რომ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

11 ოქტომბერი, 2017 492



 
 
მადალინა გენეა რუმინელი მსახიობი და მოდელია. იგი 1988 წლის 8 აგვისტოს პატარა სოფელ სლატინაში დაიბადა. მოდელობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. დადიოდა ბალეტზე, ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.

16 წლის ასაკში ჟურნალში დაბეჭდილი მისი პიკანტური ფოტოების გამო სკოლიდან გააგდეს.
თუმცა მადალინას არც მოდელობა და არც სწავლა არ შეუწყვეტია, ის ახალ სკოლაში ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო მოდელის კარიერა. რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში გადავიდა, სადაც კარიერულ წინსვლას მიაღწია. მონაწილეობას იღებდა ჩვენებებზე მთელს მსოფლიოში, სწორედ ამიტომ ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს. ლაპარაკობს ხუთ ენაზე. იყო სხვადასხვა გადაცემის წამყვანი იტალიის ტელევიზიაში. მონაწილეობა მიიღო იტალიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში”. გადაღებულია რამდენიმე კლიპსა და კინოში. რომანი ჰქონდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორებიც არიან ჯერარდ ბატლერი და ლეონარდო დიკაპრიო.
ბოლო რამდენიმე წელია თეთრეულის მწარმოებელი ფირმა Lascana-ის სახეა. მადალინა ახლა 29 წლისაა და შეუდარებელი სხეულით ისევ ყურადღების ცენტრშია.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: