12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ოქტომბერი, 2017 1 609


 
ვერძი - ეს დღე წარმატებულია მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით ისეთი მოგზაურობისათვის, რომელზედაც დაკავშირებულია ფინანსური საკითხები. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ პროფესიონალიზმი. საღამოს უკეთესი იქნება თუ დაისვენებთ და ოჯახთან ერთად წახვალთ სავახშმოდ.


კურო - დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით, რაც ხელს შეგიშლით ხალხთან ურთიერთობაში. საღამოს თავს მარტოსულად იგრძნობთ. მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ. გული გადაუშალეთ ოჯახის წევრებს და განწყობილება გამოგიკეთდებათ.


ტყუპები - დღეს წარმატებული დღეა, საქმიანი შეხვედრებისათვის და მოლაპარაკებებისათვის. დღის მეორე ნახევარში მატერიალური პრობლემები გელით და თუ მოდუნდებით, შესაძლებელია ფინანსურმა პრობლემებმა ჩიხში შეგიყვანონ. დღეს არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს გადაწყვეტილება არასახარბიელო იქნება თქვენი საქმისათვის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.


კირჩხიბი - ამ ნიშნის უმრავლესობამ ამ დღეს აქტიურობა უნდა გამოიჩინოს. გელით წარმატება ბიზნესში, შემოქმედებით საქმიანობასა და სასიყვარულო ურთიერთობაში. საღამოს მოსალოდნელი კონფლიქტის გამო გაგიუარესდებათ ემოციური მდგომარეობა. გირჩევთ, თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან გაატაროთ.


ლომი - დღეს, თქვენ ძნელად თუ შეძლებთ საკუთარი ეგოიზმის დაოკებას, გაგიჭირდებათ საკუთარი ამბიციების და ინტერესების გარკვეულ ფარგლებში ჩატევა. გადაწყვიტავთ იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. საყვარელი ადამიანისაგან მოსალოდნელია გულის ტკივილი მიიღოთ.


ქალწული - დღეს, წინა კვირას გადახედავთ და წარსულთან ნაწილობრივი დამშვიდობების სურვილი გაგიჩნდებათ. სცადეთ, დამოუკიდებელი მუშაობა დაიწყოთ, შეიმუშაოთ ახალი პროექტი. სხვა ბინაზე გადასვლის, მოგზაურობის, სამუშაოს შეცვლისა და პარტნიორთან ერთად სიახლის საუკეთესო დღეა.


სასწორი - დღეს, გექნებათ დაძაბული ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან. საქმიან სფეროში გაიზრდება თქვენი ინტერესი პარტნიორის წარმატებების მიმართ. მის მოქმედებაზე და უმოქმედობაზე დამოკიდებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი. თქვენ მწარედ განიცდით საკუთარ უმოქმედობას და სხვაზე დამოკიდებულებას, მაგრამ ვარსკვლავები არ გაძლევენ კარდინალურად შეცვლის საშუალებას.


მორიელი - დღეს, ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შესაძლოა, ურთიერთობა მოგიწიოთ ბანკებთან და ლომბარდებთან. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და მათთან სერიოზული მოლაპარაკებები არ აწარმოოთ. გაიზრდება მოტყუების ალბათობა.


მშვილდოსანი - წინ წარმატებული დღე გელით. სასურველ მიზანს ადვილად მიაღწევთ. მთავარია, კოლეგებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ეცადეთ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოთ. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდეთ.


თხის რქა - დღეს თქვენთვის ყველა კარი გაიღება და გარშემომყოფთა საიდუმლოებებიც ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი დიდი ნდობის მოპოვება შესაძლებელია, მაგრამ ასევე ძალიან დიდი იქნება ცდუნებაც იმისა, რომ თქვენ არ მოისურვოთ მოპოვებული ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენება. ეს დღე თქვენთვის ცოტათი დამღლელი იქნება.


მერწყული - დღეს მეტად კომუნიკაბელური იქნებით და თქვენგან ლიდერის პოზიციის დაკავებაც მოსალოდნელია. ნუ იქნებით აგრესიული, პატივი ეცით სხვების აზრსაც. კარიერაში მაქსიმალურად დახარჯვა თავს წარმატებულ ადამიანად გაგრძნობინებთ.


თევზები - გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად შესაფერისი დღეა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახური ტრადიციები. საქმეში ადრე მიღებული ცოდნა გამოიყენეთ, უსმინეთ ინტუიციას. პირად და სასიყვარულო ამბებში ახალს ნურაფერს დაგეგმავთ.
თევზებ

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: