სოციალური საცხოვრისის ბენეფციართა სია 7 სექტემბერს გამოქვეყნდება

11 სექტემბერი, 2017 135


 

სოციალური საცხოვრისის ბენეფციართა სია 7 სექტემბერს მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე kutaisi.gov.ge-ზე გამოქვეყნდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს კომისიის მუშაობის 7 თვიანი პერიოდი გააცნო, მერის მოადგილე აღნიშნულ კომისიას თავად ხელმძღვანელობს კომისია კი 30-მდე წევრისგან შედგებოდა. ქავთარაძის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭა ბინის მაძიებელთაგან მათ, რომელთაც რეალურად არ აქვთ საცხოვრებელი, ასევე ორი წლის განმავლობაში არიან რეგისტრირებული ქუთაისში, შშმ პირებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს. შერჩეულია 250  ბენეფიციარი, რომელთა სია 7 სექტემბერს გამოქვეყნდება. ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ქუთაისის მერიამ 2016 წელს დაიწყო . პროექტი ქუთაისი ბიუჯეტიდან   2 500 000ლარით დაფინანსდა. ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით შესახლდებიან. სოციალური საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: