Sky Sports: ფილიპე კოუტინიო უკმაყოფილოა

12 აგვისტო, 2017 206


 

Sky Sports: ფილიპე კოუტინიო უკმაყოფილოა

ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს მერსისაიდულ კლუბში ასპარეზობა აღარ სურს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი გუნდში საკუთარი როლით უკმაყოფილოა. წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ამ მიზეზის გამო ფილიპეს იურგენ კლოპთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

იანვარში კოუტინიომ „ლივერპულთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა და შეთანხმება ძალაში 1 ივლისს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა ახლო წარსულში „ბარსელონას" 90 მილიონიანი წინადადება უარყეს და ტრანსფერზე დაყენებასთან დაკავშირებით ფეხბურთელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები