რექს ტილერსონი მიხეილ ჯანელიძეს: „მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“

12 აგვისტო, 2017 95


რექს ტილერსონი მიხეილ ჯანელიძეს: „მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს“
 

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ავღანეთში ქართველი სამხედროს მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს", - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.

სამინისტროს ინფორმაციით, რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები