“დორტმუნდს” დემბელესთვის “ბარსელონაზე” მეტი თანხა “რეალმა” შესთავაზა

12 აგვისტო, 2017 88


“დორტმუნდს” დემბელესთვის “ბარსელონაზე” მეტი თანხა  “რეალმა” შესთავაზა
მადრიდის "რეალი” დიდი ხანი ცდილობდა ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას, თუმცა ნათელი გახდა, რომ 19 წლის მოთამაშის "სამეფო კლუბში” გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. აქიდან გამომდინარე, მადრიდელებმა დორტმუნდის "ბორუსიას” 20 წლის თავდამსხმელს უსმან დემბელეს დაადგეს თვალი.

ესპანური გამოცემების ცნობით, "ბარსელონამ” დემბელესთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია, თუმცა "რეალი” ცდილობს თანხა გაზარდოს და ასე გადაიბიროს ფრანგი. ბოლო ინფორმაციით, "რეალი” გერმანელებს 150 მილიონ ევროს სთავაზობს, "ბარსელონასა” და "დორტმუნდს” შორის კი 70-დან 100 მილიონამდე ევროზე იყო საუბარი.
აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები