ბონუჩი:"მე ულტიმატუმი არავისთვის წამიყენებია"

12 აგვისტო, 2017 214


ბონუჩი:"მე ულტიმატუმი არავისთვის წამიყენებია"

 

"მილანის" ახალწვეული, ლეონარდო ბონუჩი, დღეს განვითარებულ ამბებს გამოეხმაურა.


როგორც უკვე მოგეხსენებათ, "მილანი" - "ბეტისის" მატჩზე გუნდის კაპიტნის სამკლაურით ლეონარდო ბონუჩი გამოვიდა. ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან ლეონარდო გუნდის ოფიციალურად უკაპიტნებს. დღეს "მილანი" რამოდენიმე ფანმა ინსტაგრამის მეშვეობით გაავრცელა სურათი, რომელზეც წერია, რომ მათ კაპიტნად ბონავენტურა სურთ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ეს ფაქტი უკომენტაროდ ბონუჩისაც არ დაუტოვებია.

ლეონარდო ბონუჩი: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კაპიტნობაზე არანაირი ულტიმატუმი არ წამიყენებია გუნდისთვის. როცა მე გადავწყვიტე "იუვენტუსიდან" წასვლა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ვარიანტი მექნებოდა, თუმცა მე
"მილანის" ისტორიასა და მის ფერებს პატივი ვეცი. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ გუნდთან ერთად მრავალი ტიტული მოვიგო და არა იმიტომ, რომ ულტიმატუმები წავუყენო გუნდს.

კაპიტნის სამკლაური ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა ამას ხელძღვანელობა წყვეტს. ეს ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობას მიორმაგებს ჩემი საქმის მიმართ, მაგრამ თუ ამით ვინმე უკმაყოფილოა, დავამტკიცებ, რომ ამ გუნდის ფერები ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: