შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

07 აგვისტო, 2017 368


 




 

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა



 შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი", „მდმა"-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა" ქვეპუნქტით).

 

 
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: