საფრანგეთის მოქალაქეები პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან

07 აგვისტო, 2017 382



საფრანგეთის მოქალაქეები პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან




 საფრანგეთის პირველი ლედის წინააღმდეგ პეტიცია მომზადდა. საფრანგეთის მოქალაქეები პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც ემანუელ მაკრონი პირველი ლედისთვის ოფისის შექმნას, თანამშრომლების დაქირავებასა და მათი ხელფასების დაფარვას ბიუჯეტიდან აპირებს.

 

 ამ ინიციატივის გამო საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებენ და უკვე 190 000 ხელმოწერაც შეაგროვეს. 

  
პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ ბრიჯიტ მაკრონს 2 ასისტენტი, 2 მდივანი, უსაფრთხოების დაცვის 2 თანამშრომელი ჰყავს და ეს პირველი ლედისთვის საკმარისია. 

სპეციალური სტატუსის მინიჭებისა და სამსახურის შექმნის შემთხვევაში, სასახლემ დამატებითი სახსრები უნდა გამოჰყოს. 

 პეტიციის ხელმომწერები ფიქრობენ, რომ საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. პირველი ლედის ხარჯებზე ელისეს სასახლის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 450 000 ევროა გათვალისწინებული. 

 წყარო : პირველი არხი


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: