"ქართული ოცნება" ურაველში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა

17 ივლისი, 2017 438


"ქართული ოცნება" ურაველში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა



ნაციონალური მოძრაობა სოფელ ურაველში მაჟორიტარობის კანდიდატის, ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემაში ქართული ოცნების აქტივისტებსა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს "ქართული ოცნება" ეხმაურება. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ."-ნათქვამია განცხადებაში


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 112-ის საშუალებით შევიდა.

აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები