ლუკა კორინთელი ჩოგბურთში აშშ-ს ჩემპიონი გახდა

24 ივნისი, 2017 573



20 წლის ქართველი სპორტსმენი ლუკა კორინთელი ჩოგბურთში აშშ-ის ჩემპიონი გახდა. წარმატებული ჩოგბურთელი ნიუ-იორკში, ლიკა და ზაზა კორინთელების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი ბებია და ბაბუა ცნობილი ჟურნალისტები არიან. ლუკა ქართულად ძალიან კარგად ლაპარაკობს, რადგან ოჯახში მის ქართულ აღზრდას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 

,,დავიბადე ნიუ-იორკში ლიკა და ზაზა კორინთელების ქართულ ოჯახში. ბავშვობიდან მშობლებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ჩემს ქართულად აღზრდას, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ – ჩემი ქართველობა მეამაყება'' - აცხადებს კორინთელი.

ლუკა კორინთელის სპორტული კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლებმა ძიუდოზე შეიყვანეს.

,,ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სახლში ყველაფერს ვამტვრევდი. ბაბუაჩემს უთქვამს: სანამ ყოველ ორ თვეში მოგვიწია ავეჯის გამოცვლა, ეს ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე შევიყვანოთ, რომ ენერგია დახარჯოსო.  შემიყვანეს ძიუდოზე. 5 წლის ვიყავი, ჩემპიონატზე რომ გამიყვანეს და მოვიგე ერთი ჩემპიონატი. 6 წლის კი ამერიკის ჩემპიონი გავხდი 8-წლიანებში. 7 წლის რომ ვიყავი, 10-წლიანები მოვიგე; შემდეგ, 10 წლის ასაკში – 12-იანები. 12 წლამდე ვიყავი სპორტის ამ სახეობით დაკავებული, ანუ ძიუდოში საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა – ზედიზედ 4-გზის ამერიკის ჩემპიონი გავხდი, რაც ამერიკის ძიუდოს ისტორიაში მხოლოდ ჯიმი პედრომ მოახერხა. შემდეგ ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დავიწყე ჩოგბურთის თამაში. ნელ-ნელა წარმატებებს ვაღწევდი. 11 წლის ასაკში 12-წლიანებში გავხდი ამერიკაში პირველი ჩოგანი. ამ ეტაპზე მომიწია, არჩევანი გამეკეთებინა ძიუდოსა და ჩოგბურთს შორის. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩოგბურთი ამერჩია''-აცხადებს სპორტსმენი.

ლუკა კორინთელი ვირჯინიის უნივერსიტეტში სწავლობს, გარდა ამისა, თამაშობს გუნდში ,,UVA'', რომელმაც ამერიკის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო. 
წყარო: tbiliselebi.ge


 

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: