ქართველი მოსწავლე სწავლას იტალიაში გააგრძელებს

20 ივნისი, 2017 317


ქუთაისელი მარიამ ერაძე სწავლას იტალიაში გააგრძელებს. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლემ გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) იტალიის, ადრიატიკის ფილიალში 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რაც 70 000 $-ს შეადგენს.
 
მარიამმა გრანტის მოსაპოვებლად და იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე ეტაპი გაიარა. იგი შემრჩევ კომისიას ჯერ სკაიპით გაესაუბრა,  შემდეგ კი უშუალო გასაუბრების შედეგად ქართველი მოსწავლე ადრიატიკის უნივერსიტეტში მიიღეს. აღნიშნულ უნივერსიტეტში მარიამი ორი წლის განმავლობაში ისწავლის, რის შედეგადაც მიეცემა საშუალება სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელოს. 

მარიამ ერაძე იტალიაში, ადრიატიკის კოლეჯში სწავლას მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: