იტალიაში გარდაცვლილი ქართველის მეგობრები დააკავეს-,,სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო, ემიგრანტი ემიგრანტს რომ მოკლავს”

27 მაი, 2017 3 951


იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქის - დავით გვანცელაძის მკვლელობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.

  იტალიელმა სამართალდამცავებმა დავით გვანცელაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე 1975 წელს დაბადებული, ხაშურელი დ.ყ და 1976 წელს დაბადებული თბილისელი, გ.ო დააკავეს. 

სამართალდაცავებმა 54 წლის დავით გვანცელაძის ცხედარი იტალიაში, ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კურატოში, სკვერში 2017 წლის 22 იანვარს აღმოაჩინეს. დავით გვანცელაძე წყალტუბოდან არის.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი სკვერში სკამზე იყო მისვენებული. ცხელ ხაზზე 118-ში შეტყობინება დილის 6 საათზე დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიმონ ბოლივარის ქუჩაზე მდებარე სკვერში უცნობი მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მამაკაცი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. თავდაპირველი ვერსიით, გვამის გარეგნული დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა გვამის გამოკვლევის შემდეგ გამოძიებამ თავდაპირველი ვერსია უარყო. დადგინდა, რომ გვანცელაძეს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, სხვა ადგილზე მოკლეს და გვამი სკვერში მიიტანეს. რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დავით გვანცელაძის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს ორი მოქალაქეა და ისინი გარდაცვლილის მეგობრები არიან. დავით გვანცელაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 10 დღეში გაიმართება.
euronews.ge
აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები