ხმაური იყო ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე

13 მაი, 2017 3 997


ქუთაისში შმიდტის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სამშენებლო კომპანია ,,დიზაინკომპლექსმა’’ დევნილებს თავიდან რვასართულიანი შენობების შესახებ მისცა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით კორპუსები ცამეტსართულიანი გახდა, ახლა კი დამთავრებულ შენობებს კიდევ ოთხ სართულს ამატებენ.
 
მოსახლეობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზეც საუბრობს. შმიდტის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ არანაირი ნორმები დაცული არაა და ნებისმიერ წამს საფრთხეში არიან. მოსახლეობის განცხადებით, მათ ეზოებსა და სახლებს მზის შუქიც ნაკლებად ადგება.

აღნიშნულ პრობლემას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს’’ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია გამოეხმაურა. წულაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს და მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს ითვალისწინებს. გოგი წულაიას თქმით, სწორედ ასეთი მიდგომა გახდა რამდენიმე დღის წინ ტყიბულის შახტში ოთხი მუშის დაღუპვის მიზეზი.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანია ,,დიზაინკომპლექსის’’ ხელმძღვანელობას, ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობა ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს და არავითარი 16 სართულის აშენება არ იგეგმება.
ვიდეო:
აგრეთვე იხილეთ:
კომენტარები